წითელი ჭადრები
როდესაც შენი წყურვილი მკლავდა, ყვითელმა ქვიშამ მოიცვა ქალაქი, ზამთრის სუსხში კი უეცრად დაცხა, რადგან არსებობის დავკარგე საბაბი. ერთ დღესაც, უეცრად გამყინა ქარმა, მივხვდი, რომ მსურდა უკვე არც დარი, უსამართლობის ჩამოკრა ზარმა და მაშინ გაწითლდა ყველა ჭადარი. თავს ვარიდებდი სულ ყველა სარკეს, რადგან სხვა სახე, გავხდი ამ სახით, დღეს კი ავსახავ, იმას, რაც არ მტკენს, უბრალოდ, გავაცოცხლე ძველი ნახატი. დავუმეგობრდი დღისით მუქ ფარდებს, როდესაც გრძნობებს არ ჰქონდა გარანტი, ვხვდები სიტყვები არაფერს არ წყვეტს და მაინც მიწევს, თავის ღალატი. ვხედავ, რომ ჩაქვრა თქვენში ღირსება, ჩემ თვალწინ გაცოცხლდა იგავ-არაკი, მე დამიწუნეს ყველა თვისება, იქ სადაც სუფთას სჯიდა ყაჩაღი. გაჩაღდა ომი და გაიხლიჩა ეგო თავს მოვუტანე დიდი ზარალი, მითხრეს დაკარგე, შენ ის, რაც გერგო, ამიტომ, ბედმა გარგუნა, გახდე არავინ. გავყევი ბილიკს, მათოვდა სევდა, ჩემი თანამგზავრი გახდა ავდარი, არ ველოდებოდი არაფრის შეცვლას, რადგან ფეხებთან ეყარა ნაცარი. ნატანჯი სულები, დადიან ქარში, მახსოვს მეზობლის ყელზე ბაწარი, მაშინ მე უბრალოდ ვიყავი ბავშვი, დღეს სუფთა სულია ჩემთვის ტაძარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი