დამტვერილი თარო


ერთ დროს,
როდესაც მიხაროდა ცხოვრება
ალბათ,
მავსებდა წიგნები, 
ახლა ვგავარ,
დამტვერილ თაროს,
ზოგჯერ რთულია,
რომ დამალო, 
რასაც გრძნობ,
მაგრამ,
ჩვენი ბედია, 
წარსულის მომენტები ვთვალოთ.

ზოგჯერ მაქებენ, 
ზოგჯერ სდუმან,
ყველა ფარისეველს, 
დასანახად ანთებული 
სანთელი უყვარს,
ერთხელ დაფიქრდი, 
იქნებ ყველაზე მეტად,
შენ მას უყვარდი,
ვისაც შენთვის ყველაზე 
ნაკლები უთქვამს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი