დილის კოცნები
უნდა გამიცნოს, მომიახლოვდეს, თუ მოვინდომებ, ვიცი მომწვდება, მაგრამ, იცოდე, სულ მახსენდება, რომ გაგაოცეს, დილის კოცნებმა. ვეცადე, მარტოობას ვერ გავექეცი, სადაც ვიყავი, ყველგან მომძებნა, ვერ გპატიობ, იცი, ერთ რამეს, რომ ჩემს გარეშე შეგიძლია, გქონდეს ცხოვრება. ეგოისტი ვარ, ვეღარ გაცინებ, ჩემს თავს დავეძებ, როგორც შენ - ზუსტად, მტკივა, მაგრამ, ვერავის ვუმხელ, ვეღარც გამხნევებ, როგორც შენ - ზუსტად. მინდა გიხილო, ერთხელ, ორჯერ, ან ბოლოჯერ - თუნდაც, ჩაგვეძინოს, დილა კი გამოგვეპაროს, მაწყობს, არ გამეღვიძოს - თუნდაც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი