გატეხილი სიცოცხლე


მინდა მხოლოდ შენს ხელებში მოვკვდე,
მაგრამ სხვისმა ხელებმა გადამარჩინა,
არ მითხოვია სიცოცხლე, თორემ, 
მადლობას ვიტყოდი, ამასაც ვფიცავ.

არ მისწავლია, რომ უნდა ვთმობდე,
ამიტომ დღეს ვიცი, მე უფრო მტკივა,
განა არ მინდა სიხარულს შობდე, 
მაგრამ დღესაც შენს მაგივრად მცივა.

ჩემ თავს გატეხილ სიცოცხლეს ვჩუქნი,
რადგან გავავსე კედლები ბზარებით,
უხამს კითხვას ხშირად გვერდს ვუვლი,
არც მიყვარხართ და არ მეზარებით.

სიმშვიდეს ვრწყავ, როგორც ყვავილებს,
არ მინდა შემატყონ, რა მჭამს შიგნიდან,
ვხედავ, რომ დანაკარგი წვიმას აპირებს,
და მე ცრემლიან ქუჩებს ვხედავ დილიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი