მეყვავილე


მეტროს კიბესთან, რომლის მოაჯირიც გაცვეთილია,
გათეთრებული ხელებით და ბავშვური რიდით,
ერთი მოხუცი, რომლის სულიც დაფლეთილია,
ჩუმად საფეხურთან ახლოს, ყვავილებს ჰყიდის.

უცნობი ვაჟი, ღიმილით ჩანს ხალხში სულელი,
რადგან გარშემო ირევა ბრბო, როგორც დროება,
მოხუცისთვის მას მოაქვს, სიყვარულის სურნელი,
როდესაც, მის თვალებში ამჩნევს უმანკოებას.

მოხუცი ყვავილებს არ ჰყიდის, უბრალოდ ჩუქნის,
მათ, ვის თვალებშიც, კითხულობს სიყვარულს,
მან ზუსტად იცის, ვის რა ულხინს ან უჭირს,
და მას ერთი ნახვით ატყობს ვაჟი სინანულს.

იგი მას მხოლოდ ერთ კითხვას უსვამს ღიად,
ამ დროს, მოხუცი არღვევს ცრემლებით დუმილს,
ყურში ჩაესმის ორი სიტყვა: თქვენც გყვარებიათ?
უთქმელად თავს უქნევს და ყვავილებს ჩუქნის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი