მე შენს სარკესთან


მე შენს სარკესთან, 
მახსოვს უჩუმრად,
მოვედი ისევ და 
მძიმედ გავშიშვლდი,
გაჩვენე სული, 
რადგან სხეული, 
ბევრჯერ მიჩუქნია,
სულ სხვა ქალისთვის.

ჰგავდა წამებას,
რადგან მიკვირდა,
როგორ შევძელი
მეჩვენებინა,
ის რაც დავმალე,
ყველგან იქამდე,
სანამ შენს გულში
არ დავიდე ბინა.

და შენ წახვედი, 
ისე უჩუმრად,
როგორც, მე მაშინ
შენთან მოვედი,
დღეს ვიტანჯები,
მაგრამ იცოდე,
შენს დაბრუნებას,
აღარ მოველი.

მე თუ გავქრები,
მინდა გახსოვდეს,
არ ვიცი ფიქრებს,
საით მიყავხარ,
მაგრამ იცოდე,
რომ არავისთვის,
მე აღარ მითქვამს,
სიტყვა - მიყვარხარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი