ნიამორი
მე ვდარაჯობდი სიმშვიდის კარიბჭეს, როდესაც ქალაქში ცეცხლით მოხვედი, მძიმე დაცემა ციდან მანიშნეს, რადგან დადუმდა ყველა პოეტი. ჩემი ტომიდან მშვიდად გამყიდა, ის ვინც სანუკვარ გროშებს მოელის, როდესაც გეცვა ცეცხლის მანტია, დაცემულ ნასახლარს ჰგავდა სოფელი. ფურცლებს ვატანდი, თეთრ ფრთოსან შიკრიკს, რომელიც ჩემს ბოლო სიტყვებს გიამბობს, ვიცოდი მწვავდი და ვიცოდი მშლიდი, ვხედავდი კლდეზე, მოკლულ ნიამორს. მე მასში, რატომღაც ვხედავდი ჩემს თავს, ჩვენს გარშემო იდგა, ცეცხლი და ბუღი, ვიყავი მეფე და ვებრძოდი ცეცხლსაც, და მკერდში მომხვდა ნასროლი შუბი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი