ქარიშხალი


ჩემთან ქარიშხალი არ წყნარდება,
ისევ ყველა კარებს ამტვრევს,
ვცადე ძველი ფულის განაღდება,
მაგრამ დრო ყველაფერს მართმევს.

არ ჩანს ამ ბილიკზე თანამგზავრი,
ისევ დავყვები ქუჩის ლანდებს,
კვლავაც არ ჩანდა აქ გასახარი,
ყოველდღიუობა იმედს მართმევს.

გამოფიტულს აღარ მრჩება ძალა,
ვეკამათო ვინც დღეს სახეს ავლენს,
ბედმა ბედნიერება მე ვერ მაცადა,
ხელსაც მხოლოდ ანგელოზი მართმევს.

ვცადე მაგრამ ლოდი ვერ დავძარი,
გრძნობას ვეღარ ვარქმევ სახელს,
სუფთა სულში მქონდა მე ტაძარი,
რაც მაქვს კვლავ დემონი მართმევს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი