მე, რომ
მე, რომ დამაკლდა, მარწმუნებდნენ, რომ ეს ნაკლია, მე, ვაპატიე, მან მითხრა, რომ ჩემი ბრალია, მე, რომ ვანათებ, ეს ნათება, თქვენთვის მკრთალია, მე, აღარ ვიბრძვი, მათ ხელებში, მაინც ფარია. მე, რომ აქ ვდგავარ, ვხედავ სხვები, ისევ გარბიან, მე, მღლის დროება, ჩემთვის წელი, თქვენთვის წამია, მე, დღეს ვიწვიმე, მაგრამ შენთვის, მაინც დარია, მე, კვლავ ვბობოქრობ, რადგან სხვები, ჩუმად არიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი