დაბადება
სანამ მასველებს წვიმის წვეთები, სანამ ჯერ მიწა, ისევ სველია, ხმამაღლა ვლოცულობ და გევედრები, იქნებ, გავიგო, რა მიწერია. მეტად რთულია დღეს ვიყო მშვიდი, ქაოსი კვლავ ჩემი თანამგზავრია, მწამს და ამ რწმენას, მე ვერ გავყიდი, რწმენით, ქრისტეს თანმხლები ავაზაკია. თავს არ ვიმშვიდებ, ვიცი, მას ესმის, ამიტომ, ვარ დღესაც თავისუფალი, ვლოცულობ, მაშინ, როცა არ მეთქმის, მსურს ჩემშიც იშვას, წამით უფალი. როდესაც გზაზე დაკარგავ იმედს, როდესაც ბილიკი არ განათდება, ის მაშინ მოვა, როცა არ იწვევ, მოვა და იგრძნობ, კვლავ დაბადებას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი