სულის ექო


მწველ ღამეებში ვიძირები და მკლავს დროება,
გავექეცი სიმშვიდეს, ქარიშხლებს დავუმეგობრდი,
ხელფასზე მეტი მაქვს - უთანხმოება,
მხატვარმა მითხრა, რომ სურათსაც არ ვუხდებოდი.

ასე გაძნელდა, ასე პირქუში გახდა - შიდა შრეებიც,
ზედაპირზეა კვლავ პროდუქტი - ვადაგასული,
მე ვერ მგუობენ, ვერც გარე, ვერც შიდა წრეები,
მეზობლებს ვაწუხებ, თუ კი სევდა დამრჩა ჩართული.

არასტანდარტულია ჩემი ლექსიც - სიმაღლეც,
ნიჭიც - სიყვარულიც - სიძვაც - სიავეც,
მათ ნახეს სხვები და შედეგად სხვებსაც მიბაძეს,
აღმოვჩნდი უცხო, ჩემს ბილიკზე აღარ იარეს.

მე ვერ გასწავლი, როგორ აარიდო თავი იარებს,
რადგან ვისაც შეეძლო, მეც შენსავით, გადამიარეს,
ჩემი ნაწყვეტები, ზოგჯერ, შენ გამთლიანებს,
ეს არის სულის ექო, ის რაც ჩემ ოთახში ტრიალებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი