ვერ დაგიჭირე


მე მახსენდები - შენ დამივიწყე,
ასე აჯობებს... ასე ვიფიქრე...
ვერ დავნებდები - ვერ დაგივიწყე,
ეს არ უნდა მეთქვა... ეს რა ვიფიქრე?
მე ვარ შენს გვერდით - შენ დაიძინე,
მე უკვე ვხედავ - დღეს არ იტირე,
შენ კვლავ თენდები - მე გავირინდე,
მახსოვს გარბოდი... ვერ დაგიჭირე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი