პოსტ მორტემ
შენ ყოველღამე მარხავ იმ გრძნობებს, რომლებსაც ვთხრი და მე სახლში მიმაქვს. ივიწყებ წარსულს, მე ვაგროვებ ცნობებს, ვფიქრობ, იმაზე, რაც შენ ჯერ წინ გაქვს. გასაღებივით ვამრავლებ სტროფებს და დავყვები ღამის უეცარ ნიავს, არ დამიწყია, შენ გინდა მორჩეს, ის, რასაც შენი სახელი ჰქვია. ვუყურებ მტრედებთან მფრინავ დრონებს, ძველად მსგავს კადრს ეძახდნენ სიზმარს, ვწერ და შენ ამჩნევ უხილავ ზონებს, ფხიზლად ვთვლემ და მე არ ვარქმევ კიმარს. კვნესის ხმა აფორმებს ქუჩაში კორტებს, ცხოვრება თამაში, რომელშიც გტკივა, ვერ მაფასებ, მაგრამ მნახავ პოსტ მორტემ, სადაც გაიგებ, შენს გამო, მე როგორ მცივა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი