ქაოსი
ცარიელ ოთახში ვუსმენ - სიცარიელეს, ზედმეტად ხმაურობს, ისევ სიჩუმე, მელანქოლიით დღეთა - ვიტან სიძნელეს, კედლის საათი კი, მშვიდად მიყურებს. ვცდილობ გავექცე ფიქრებს, ამ ღამით, ტკივილთან არ წყდება მტკიცე კავშირი, სიკვდილი ვნახე, წითელი თავშალით, მითხრა: მეახლე, თუ კი დაგჭირდი. შევაფარე მყისვე, ნანგრევებს თავი, ვახელ თვალს, ისევ ვიღვიძებ მტვერში, სხეულს მიწვავდა, დილით ხის ჯვარი, რადგან, სიკეთე, ვეღარ ვიპოვე მტერში. ჩანთიდან ვიღებ მე ძველ წერილებს, ლოცვებად მსურს, რომ გავფანტო ქარში, იქნებ სიხარული, ჩვენ ვერ შევირგეთ, ამიტომ ტრიალებს, ქაოსი თავში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი