თავბრუსხვევა


იყო დრო, როდესაც მარტივად ვწერდი,
ნელ-ნელა დაიწყო ნგრევა და დაცლა,
თითქოს გაფრინდა სულ ყველა მტრედი,
ვერც დავიჯერე, მე მათი დაღლა.

მივხვდი, რომ მიყვარდი, ამიტომ მტკენდი,
სხვების აზრს ისევ ღამის ქარს ვატან,
რუტინად იქცა თავბრუსხვევა და რეტი,
დაგკარგე, მე კი სულ ვფიქრობ, სად ხარ?

ბუნებრივად ჟღერს ყველა სტრიქონი,
ვხედავ, ჩემში იმარჯვებს სიცარიელე,
იცი, არ მეგონა, თუ ამას ვიტყოდი,
მაგრამ არასაჭიროდ ვიმარჩიელე.

აღარ ვეძებ პასუხებს, მაგრამ მადარდებს,
რადგან არ განელდა და მაინც მტკივა,
სიმარტოვის ქარისთვის ვაღებ დარაბებს,
დღეს მე და კედლებს, ერთნაირად გვცივა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი