სიშორე


მესმის თვითმფრინავის ხმა,
რომ ჭრის ცას,
როგორც ჩემს ყურს.
სიბნელე - ძველი ტანისამოსია,
მხოლოდ ის მეძახის,
ცხოვრების მეგზურს.
ჩემში ცეცხლია,
ბუნებრივად საშიში,
ამიტომ ფიქრებს ვეძახი ვეზუვს.
მე შენ გაჩუქე ჩემი სიცოცხლე,
რადგან ვაკეთებ, 
იმას, რაც შენ გსურს.

ქარს ვერ გავატან კადრებს,
ვერც ნასესხებ წამებს და 
ვერც წუთს.
საპირისპირო მხარეზე ვდგებით
და წარმოვადგენთ -
ჩვენ მაინც ერთ გუნდს.
ფიზიკურ ტკივილს ვეღარ განვიცდი,
მაგრამ შენთან სიშორე,
მე მუდამ - მტკენს სულს.
დუმილი შენი არჩევანია,
მაგრამ გახსოვდეს,
რომ ეს სიჩუმე, მე მძულს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი