ბედნიერება


ვხედავ, რომ ისევ წვიმას აპირებს,
ის რაც სხვებს ართობთ, 
მე კვლავ მაშინებს,
თუ ღამით მწველი ფიქრი გატირებს,
მხოლოდ სიტყვები,
ვერ დაგამშვიდებს.

ვხედავ, რომ ეძებ მშვენიერებას,
მზად ხარ, რომ გაფანტო,
ლექსი ბგერებად,
ის რაც არ იკლებს, ვერც ძლიერდება,
რადგან უყვარხარ უფსკრულს და არა ბედნიერებას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი