ბოლო იმედი


ვერსად პოულობ ადგილს
და შენ მიდიხარ ღმერთთან,
ეძებ სუფთას და ნათელს,
ჩემში იმარჯვებს სევდა.

ვფიქრობ შენ უკვე შორს ხარ,
სიშორე მუდამ თან გდევდა,
დღეს ვგავარ ფურცლის ნაგლეჯს,
რომელსაც მწერალი ხევდა.

მყინავს ფიქრების მორევი,
მტრედებს სულ ეღიმებათ,
მე მათ ვუყვები სტროფებით,
თუ ბოლო იმედიც ქრება.

შენ ხდები მარადიული,
მე კი ვუყურებ სპექტაკლს,
რომელიც არასდროს მინახავს,
მაგრამ სულ მახსენდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი