სიცივე
ბორკილებს ვიხსნი, რადგან მსურს ფრენა, სიმძიმემ აავსო დღეს ჩემი კასრი, გესმის, რომ არაფერს არ გეუბნება, შემდეგი დღეა და იგივე თარსი. ჩვენ ვქრებით ისევ, ჩვენგან რა რჩება? ვიბნევით მტვერივით შუაღამის ქარში, ძნელად იხსენებ, ვინ მოგცა რჩევა, წავიდნენ, ვისაც არ უთხრეს: დარჩი. კვლავ ჩუმადაა, მის სათქმელს ვამბობ, უკვე გაცივდა... უკვე ცივია... ფიქრობს რომ მასზე, არავინ დარდობს, რა სიცივეა... რა სიმძიმეა... სიცარიელემ შექმნა ეს მდელო, სიცარიელე გყლაპავს შიგნიდან, ფიქრობდი ბოლოს ხმა ამოგეღო, მაგრამ, არავინ არ მოგისმინა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი