მე, რომ სისხლი მომდის ისე წითელია
მე, რომ სისხლი მომდის ისე წითელია, ისე ლამაზია, ისე დამყოლია, თითქოს ფერებს ვიღებ ისევ პალიტრიდან, რეჟისორის სკამზე - ალმოდოვარია. ჩემი ცხოვრებაა ისე ტრაგიკული, ისევ ტკივილია, კვდება ჰარმონია, ქრება კადრები და რჩება აგონია, შორიდან სურათი - ალმოდებულია. ცაზე მზე ანათებს, ისე ყვითელია, ისე ლამაზია, ისე დამთმობია, ვეღარ მათბობს, მაგრამ კვლავ მანათებს, ხელს მიშვებს და ვხვდები, რომ ეს კანონია. მე, რომ ვეწირები, სხვა, რომ იბადება, ცრემლი, სიცილი და მეტი ირონია, მე, გარდავიცვალე და შენ დაიბადე, ყველგან ზეიმია, გარეთ გამოდიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი