მე წავალ
ტირილი ისევ აკრძალულია, ძველ ტკენებს მე კი ჩუმად განვიცდი, ჩემში ბავშვი კვლავ დაზაფრულია და რა აშინებს, იცი, არ ვიცი.. ფანჯრიდან ვუყურებ განაბულ მტრედებს, ფიქრებიც უკვე საკრალურია, როდესაც კითხულობ გაცრეცილ გვერდებს, სიახლის შეგრძნება - სასწაულია. აღარ მაღიმებს მე შენზე ფიქრი, რადგან სულ მახსოვს როგორ გაცივდი, შენ რომ იპოვი გზას ისევ ვიცი, მე წავალ, შენ კი აღარ დამიცდი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი