მტრედების სიბრძნე
ყური დავუგდე მტრედების სიბრძნეს, აივანზე რომ შემომაფრქვიეს, ვეღარ ვზომავდი დღე-ღამის სიგრძეს, რადგან სიბნელედ გადამაქციეს. გაინტერესებს ალბათ რა მითხრეს, მავსებდნენ, მაგრამ არ დამაქციეს, ისინი კორტნიდნენ საკუთარ თითებს, დასჯა კი თავის წესად იქციეს. ასე ნანობდნენ საკუთარ იმ წლებს, ფრენის გარეშე, რაც გაათრიეს, მაგალითი ისე მისცეს შვილებს, მიკვირდა, დუმილიც არ დაარღვიეს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი