გონება მაქვს ნისლში გახვეული
გონება მაქვს ნისლში გახვეული, თავბრუდახვეული მივაბიჯებ, არასწორი გზა მაქვს არჩეული, რადგან ჩემი ხმა ვერ მივაწვდინე. მოგონება ხელზე დახვეული, მონატრება კედელს მივაბჯინე, დრომ გამხადა უფრო გალეული, ვიდრე ვიმჩნევ, რაც ვერ მოვირჩინე... აღარ მყოფნის მინდა სხვა რვეული, უიმედოდ კარიც გავიხურე, ამიტომ ვწერ რითი დავსნეულდი, როგორ ვეწამე, ვერც განვიკურნე. ყოველღამე როგორც მთვარეული, ვდგები მისკენ ისევ ვკიდებ კიბეს, ზოგჯერ ვფიქრობ იქნებ ვარ წყეული, რომ ვერ ვხტები და ვერც ვწვდები კიდეს. მისი სურვილი მაქვს დამჩნეული, სამყაროს კი მკაცრად განვერიდე, ნუ გიკვირს თუ მნახე დამშეული, გთხოვ ნუ განმიკითხავ, გამერიდე. გონება მაქვს ნისლში გახვეული, თავბრუდახვეული მივაბიჯებ, არასწორი გზა მაქვს არჩეული, რადგან ჩემი ხმა ვერ მივაწვდინე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი