სევდა და დარდი


ჩემი ცხოვრების ხანმოკლე კადრებს,
ისევ აფორმებს სევდა და დარდი,
არ მახსოვს რა გზა გამოვიარე,
მაგრამ, მახსოვს, რომ შენ შემიყვარდი.
ვხვდები დრო ხშირად მავიწყებს ფაქტებს,
შენს თავს მახსენებს ელდა და ქარი,
თითქოს არაფერ - ახალს არ ვწყალობ,
რადგან მხოლოდ შენ აღმოჩნდი მყარი.
ისევ ვიხსენებ ძველ მოგონებებს,
ისევ მერევა სევდა და დარდი,
არ მახსოვს რა გზა გამოვიარე,
მაგრამ, მახსოვს, რომ შენ შემიყვარდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი