ვიხსენებ


ვიხსენებ,
დამწვარ ტყუილებს, 
ჩატეხილ ხიდებს,
მოგებულ თამაშებს, 
მორგებულ ნიღბებს,
სიმძიმით ვერ ნათქვამ უსიტყვო სიტყვებს,
ძველ სახეებს და გაცრეცილ წიგნებს.

ბავშვობის ეზოს, ნაგროვებ ფიცრებს,
შერჭობილ ლურსმნებს და გაზგასულ მიზნებს,
ძირს დაყრილ ვაზნებს და გატეხილ ისრებს,
წყალსგატანებულ ბავშვობის სიზმრებს.

ლაფდასხმულ მეზობელს,
წყალდასხმულ გვიმრებს,
სიყვარულს, რომელიც სიმშვიდეს გირღვევს,
დავებს, კამათებს, გაყინულ თითებს,
რომ უყვარხარ და მაინც ვერ გიძლებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი