ანგელოზის აღსარება
მე ანგელოზი ვიყავი ადრე, მისთვის ვიქეცი ადამიანად, არ იფიქრო, რომ ვაცხადებ მწარედ, მე ყველა ტკენამ გადამიარა. ვხედავ მოსახვევებს ვერ არჩევ, მეც - მიგითეთებ თავაზიანად, მედიკამენტებს ნუ ეძებ გზაზე, თუ სიყვარულმა დაგაზიანა. მე ვცდი გასწავლო როგორ გადავრჩი, მე შევიყვარე - თავად იარა, გამწუხრებს ნუთუ მარტო რომ დარჩი? შენმა ფრთებმა, სხვა გააფრთიანა. თუ დროს გაუსწრებ, თუ აღარ ჩარჩი, შეხედავ ნახატს, საღად მთლიანად, შენ სიყვარულით დაეცი მაგრამ, შენ სიყვარულმა გაგამთლიანა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი