წრიული ჩიხი
ბნელ ჩიხებში რომ სული ვათრიე, მას შემდეგ შრამებს თითებზე ვითვლი. მსურდა და მაინც ვერ გავარკვიე, რატომ ვერ ვუკიდებ დაგროვილ ფითილს. თავი გავიმეტე, ფიქრით ავრიე, მაინც ვერ დავკარგე წარსულის შიში. სევდა ჩავიცვი, ლხინი დავლიე, მაინც ვერ გავტეხე ვერცერთი კლიშე. სევდა ცრის წვეთებად და ვეღარ ვძლიე, ხელს ვერც გკიდებ და ვეღარც გიშვებ, სამყაროს ვხედავ, კვლავ უკაცრიელს, სიბნელეში რაც გონი გავთიშე. ვიარე, იარით, ქარიშხალს ვსდიე, რეალობაც ავრიე - სიზმრებად ძილში და რამდენჯერაც თავი გავწირე, მეორე დილას სულ თავიდან ვიშვი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი