სინათლე ბუხრის


დიდი ხნის შემდეგ როცა დრო გავა,
დაგივლის ტანში დეკემბრის სუსხი,
გაგახსენდება გართობაც, დავაც
და ვერ გაგათბობს სინათლე ბუხრის.
ფიქრები ხმაურობს, ხმაურობს მარად,
ვერ ხვდები როდის ჩამოწვა მწუხრი,
დრო გადის ჩქარა, ძალიან ჩქარა,
შენ კი კვლავ სულ სხვა ადამიანს უცდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი