ნახევარმთვარე
ყვითელი სხივები ავსებენ ოთახს, მე კი მიწვავენ უძილო თვალებს, არ მოგატყუებ მეც ხშირად ვფიქრობ, ოღონდ ვერ გეტყვი, მე ვფიქრობ რამდენს. არ ვიცი ზუსტად რამდენი დრო მაქვს, ჯერ ისევ ვუყურებ დარჩენილ კადრებს, ქარს მოაქვს სურნელი რომელიც მიყვარს და წესის თანახმად სურნელსაც მართმევს. ვკინძავ სტროფებად ფიქრების კონას, სახლში კი სძინავთ წარსულის ლანდებს, მინდა რომ ისევ უთქმელად მიხვდე, რასაც ვწერდი და ჯერ კიდევ დავწერ. შენამდე სათქმელი წვეთებად მომაქვს, თავი კი მართალი გგონია ცამდე, დღესაც ფიქრობ ხარ ნახევარმთვარე და მე შენი გამთლიანება ვცადე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი