ვადუღებ ჩაის და ვიხსენებ წარსულს
ვადუღებ ჩაის და ვიხსენებ წარსულს, ვკითხულობ ძველად დაწერილ ლექსებს, მაკვირვებს მუდამ ციფრებით ზრდასრულს, როგორ შევგროვდი ამდენი დღემდე. აღარ ვაკითხავ ბავშვობის ფარდულს, სხეულის შიგნით ვერ ნახავ ფერებს, მახსოვს რომ ვხსნიდი იმედებს საგდულს და გულით ველოდი უკეთეს დღეებს. ვაცეცებ თვალებს და ვიხსენებ წარსულს, ვკითხულობ ძველად დაწერილ ლექსებს, არ ვიცი რა მოყვა კადრებს გარდასულს, მაგრამ ვიცი რომ ვიღაც კვლავ მეძებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი