საპნის ბუშტები
ბოლო საპნის ბუშტი რომ გასკდა ბრუნავდა დრო და ვიდექი ქარში, ისევ მჭამდა უცნაური განცდა, დავკარგე ის რაც ვიპოვე მასში. ტუჩების გემო რეცეპტორს დარჩა, მხოლოდ ტკბილი და არა მლაშე, ვიცი რომ მასზე ფიქრები მაწვიმს, ამიტომ არ მსურს ღამით რომ გავშრე. არავინ გიჭერს თუ გინდა წასვლა, მაგრამ თუ გინდა ჯერ ისევ დარჩი, თუნდაც სევდა ვერ წაიღოს ქარმა, ყველა თავის გზას პოულობს მაინც. დღესაც მიწევს რომ ტკივილი დავფქვა, მარტო ვადუღებ უშაქრო ჩაის, აღარავინ მსურს ჩემს გვერდით ახლა, მშვიდად მინდა რომ ვუყურო დაისს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი