ქვაფენილები
საკუთარ თავს სიხარულისგან ვძარცვავ, სანამ მუქად ანათებს ოთახს სიბნელე, მე რაც ვიპოვე ყოველდღე ვკარგავ და ვხვდები ფიქრით გზასაც ვიძნელებ. ჩემს ძველ ქურაზე ნერვებს რომ ვადგამ, სიმშვიდე კვდება როგორც იმედი, სიურპრიზები არ მხვდება კართან, მაგრამ მახარებს თუკი მივედი. ბედნიერების მტვერს ქარში ვფანტავ და ცარიელდება ძველი ქილები, როდესაც ლოცვებს მტრედებს არ ვატან, თითქოს ვერ მგრძნობენ ქვაფენილები. ვუყურებ თათებს ილოკავს კატა, კვლავ შეამოწმეს გაზის მილები, ბავშვები ცარცით იწყებენ თამაშს და წრეებით ივსება მათი ცხრილები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი