ახლოა ფსკერი
ალბათ სწორია რომ გითხრა ახლა, რაც ვერ წარმოვთქვი უფრო ადრე, კვლავ ნაწამები სხეული დამაქვს და ვხედავ ცაზე გაბზარულ მთვარეს. ვიცი შენს თვალებს აწვება დაღლა, მაგრამ სიტყვებიც მძიმდება გზაზე, ავი სული მე სხეულს მიქარგავს და მაინც მცნობენ სახეცვლილს ხმაზე. სანამ ეს მუქი მორევი მშთანქავს, ვუყურებ კედელზე გაჩენილ ბზარებს, გვიან ვიაზრებ და ვხვდები ცხადად, სიშორე იმედებს თუ როგორ მართმევს. ახლოა ფსკერი, მივიწევ დაბლა, ვამჩნევ სხეულზე სულ ახალ შრამებს, ჩემი ოთახი ჯოჯოხეთს ჰგავდა და მაინც შენზე ფიქრები მკლავენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი