ქარები ქროდა


ხელი ნაწერებს თავისით ქსოვდა,
არ მჩატდებოდა ჩემს ზურგზე ლოდი.
ველოდი ზამთრის უეცარ თოვას,
რადგან შენ ჩემთან არ მოდიოდი.

კვლავ უმოწყალო ქარები ქროდა,
მზის სხივებივით შენ სახეს ვთმობდი.
სახურავის გარეშე რჩებოდა ოდა,
მაგრამ სიცივეს მე ვეღარ ვგრძნობდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი