ძაფების სითბო


ფერადი ძაფები მიშავდებოდა,
მე კი არასდროს ახლით არ ვცვლიდი,
ისე მიყვარდა ყველა იარა,
გახსენების დროს ვიყავი მშვიდი.

მე ისევ მიყვარს ძველი სათავსო,
შიგნით ჩაყრილი სხვადასხვა ნივთით,
დღესაც არ ქრება ძაფების სითბო
და ნემსში მათი გაძვრენის შიში.

არ ვიცი მე თუ გამომცვლის რამე,
არადა ვგრძნობ რომ არსებით სხვა ვარ,
მაბრუებს მუდამ ნოსტალგიის გემო
და ისევ მზარავს მე შენგან წასვლა.

დაჩიავებულ მომავლის ძაფებს,
ჯიუტად ისევ კედელზე ვაბამ,
უჩვეულოა მხოლოდ ის ფაქტი,
რომ ჩვენი ძაფი წითელი დარჩა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი