ქვიშის საათი
ქვიშის საათად ვიქციე თავი და ისევ მტკივა როცა დრო გადის. შემომრჩენია იერი ლანდის, ჩემს მარცვლებს ვიცი ვერავინ დათვლის. არავინ მაბრუნებს, სულ ყველა გარბის, ვიქეცი წამებად კუთვნილი დარდის. სიკვდილსაც ხალხი უბრალოდ მაცდის, თითქოს სურვილი აქვთ ჩემი დაცლის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი