არ ვიცი დღემდე რა არ მინახავს
მე ისევ მტკივა ის რაც მტკიოდა, მაგრამ ეცვლება ყველაფერს სახე, არ ვიცი დღემდე რა არ მინახავს და მუდამ მახსოვს ის რაც მე ვნახე. სიკვდილს სიცოცხლე ისე შიოდა, ევედრებოდნენ მშობლები ხატებს, პატარა გოგო მას ხელით მიჰყავდა, ნისლი ეკიდა შუაღამით სარკმელს. შეუბრალებლად კიოდა ქარი, როცა აგებდა სიკვდილი მახეს, არ ვიცი დღემდე რა არ მინახავს, მაგრამ სულ მახსოვს ის რაც მე ვნახე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი