რამდენადაც
რამდენადაც მაციებს, იმდენად ცხელა, წყალს ვუსხამ ქოთანში ამოზრდილ ნევროზს, ისე მომბეზრდა ღამეების თევაც, ვერ ვიგებ ახალი დღეების გემოს. რამდენადაც მახარებს, იმდენად მტანჯავს, გამეფებული კონტრასტის ექო, პირს მიშრობს რაც მას უნდა რომ მასვას, ჩემში უფრო ღრმად რომ დაილექოს. რამდენადაც ვივიწყებ, იმდენად მახსოვს, ცეცხლშია თითქოს ოცნებების მდელო, ვავსებ სრულიად წარსულით ფართობს, სევდა რომ დარაბებს შემოელეწოს. რამდენადაც ანათებს, იმდენად ბნელა, ამინდმაც ისურვა რომ დაიცრემლოს, მე კი ფანჯრიდან ვუყურებ დღესაც, ღრუბლიან ცას და ცრემლნარევ ეზოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი