ღამე ქარიანი


ისევ ავდექი და ფიქრებს გავუყევი,
ლაბირინთებს ქსოვდა ღამე ქარიანი,
გულდამძიმებული ფარნებს ვანათებდი,
მისი ლანდი ვნახე, გზაზე შხამიანი.

თვალის მოკვრაც ისევ გულს მიბზარავს,
ფიქრი ტანზე მაცმევს ძველ იარებს,
გამოვცალე ჭიქა დარდით ამღვრეული,
სხივები აღარ ჰგავს მზისფერ თვალებს.

იმედებს ვაყოლებ ღამის მატარებელს,
გზას კვლავ ავსულები მიბნელებენ,
ისევ ჩურჩულებენ და ვერ მაჯერებენ,
ვერ ვიჯერებ ასე როგორ გიმეტებენ.

მაგრამ არ არსებობს გზა და არეალი,
სადაც არ ვიყავი, რაც არ მოვიარე,
მაინც ვერ ვიპოვე, სატრფო სანატრელი,
სატრფო, ბალახებში მწოლიარე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი