ბროწეული და ფარაჯანოვი


შენ გაქვს თვალები ისეთი მღვრიე,
მინიშნებებს ვერ ვასაჯაროვებ...
და მინდა დარჩეს ისეთი წმინდა,
როგორც ეს გული მოაჯადოვეს.
თუ ვიწყებ შენი თვალების შრობას,
ნუ ამიკრძალავ, ნუ დამაშორებ,
რადგანაც თავად მაგონებ ტაძარს,
რომელიც მარტო აღარ დამტოვებს...
ვერ დამიმალავ სევდას ღიმილით,
ვცნობ უპეებთან დარდის გალავნებს
და დამარწმუნა შენმა თვალებმა,
რომ არ გამქრალა ჯერ სილამაზე. 
მე შენი ხილვა კალაპოტს მიცვლის,
ვენდობი მორევს, რომელიც მიყვარს,
მღვრიე თვალებში დავცურავ შიშით
და კვლავ არ ვიცი ნავი სად მიგყავს...
ვოცნებობ თვალებმა იხილონ დარი,
რომ აღარ გახდე ცრემლების წყარო,
რადგან როდესაც შენ ხუჭავ თვალებს,
წამწამების ქვეშ მალავ სამყაროს.
შენ გაქვს თვალები ისეთი მღვრიე,
მინიშნებებს ვერ ვასაჯაროვებ...
ვიცი, რომ გიყვარს შენც ჩემი ხედვა,
ბროწეული და ფარაჯანოვი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი