სარდაფი


სარდაფში ბავშვების თამაში ისმის,
დრო და დრო ხმა კი მატულობს უფრო.
არ ვიცი რატომ დამარქვეს გიჟი,
მე ხომ ყოველდღე მათთან ვსაუბრობ.

სულ ვხედავ სიზმარს, სარდაფი იწვის,
ჩემი ცოლი კი ცრემლით საუზმობს.
სარდაფში ბავშვების თამაში ისმის,
დრო და დრო ხმა კი მატულობს უფრო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი