ბოლო წიგნი


მინდა რომ ძილის ნაკადს მივეცე,
იქნებ ვერ ვიგრძნო წამით სიცივე,
კადრებად მახსოვს მე ყველა ვარდნა,
როგორც დამწვარი კანის სიწითლე.

მესმის ქარი რომ კვებავს ქალაქებს
და როგორც ბავშვი ვეღარ ვიძინებ,
სიზმარი დღეებს ისე ერევა,
ასფალტივით ვგრძნობ ხალხის სიმძიმეს.

ცხადში შენც ნახავ სისხლიან იებს,
ბალახს კი სუნი ექნება სისხლის,
ჩაყლაპავ ქუჩის ჟანგიან ჰაერს,
რომელსაც ვსუნთქავთ ყველანი ზიზღით.

ცდილობენ ფასადი გაალამაზონ,
არავის ადარდებს რა ხდება შიგნით,
ვიღაცისთვის შენ ხარ სათამაშო,
მაგრამ ვიღაცის სულ ბოლო წიგნი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი