ტალახი


სიტყვის წერაც რომ მაკლებდეს ძალას,
ბოლო წუთს ხელში მექნება კალამი,
სავსე ვარ განცდის ნარჩენებისგან
და ის მაბრუებს როგორც კანაფი.
ჩვენ გვინდა ვიყოთ სულ უფრო მაღლა,
არ გვყოფნის მიწა, აღარც სამარხი,
მინდა მადლობა გადავუხადო,
ვინც ჩემი სახე სვარა ტალახით.
დრო მათ სახეებს ინახავს ისევ
და ჩვენში რჩება კვლავაც ნანახი,
მათი სიცრუე ხანდახან წყალს ჰგავს,
თან გათრობს ისე როგორც არაყი.
მე ისევ თვალებს ავისვრი ცისკენ,
სანამ გაბოლავს ჰაერს წალამი,
ყველა მიმტკიცებს რომ არის ვინმე,
მე კი მახარებს, რომ ვარ არავინ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი