ლამპიონები ქრებიან ნისლში


ქუჩის აფთრების კივილი ისმის,
შენ კი ფიქრები კვლავ გამწუხრებენ,
ლამპიონები ქრებიან ნისლში,
წყვდიადს ნათებით არ აწუხებენ.

სასახლე შენთვის უკვე მოურთავთ,
უკანასკნელი გრჩება წუთები,
ვიცი რომ ელი გარდაცვალებას,
სასმელს ისხამ და დღესაც ბრუვდები.

უეცრად იწყებ ხმამაღალ ბოდვას,
თითქოსდა გხრავენ ტარანტულები,
ფიქრობ ეწვიე საკუთარ საფლავს
და გრძნობ რომ უკან არ დაბრუნდები.

ყურები გრძნობენ, საზარელ კივილს,
შენს თავზე ფრენენ კვლავ ღამურები,
ფიქრობ რომ შეკრავ, ბოლოჯერ ბაწარს,
ანდაც საწოლში გადაბრუნდები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი