რკინის ფარდები
როდესაც შენზე ფიქრი ელვარებს, ვგრძნობ სიმაღლიდან როგორ ვვარდები, გისუნთქავ როგორც ძველ მტვრიან წიგნებს, ოთახს კი მოსავს რკინის ფარდები. შენს გვერდით ჰაერს წამებით ვსუნთქავ, ვივსები და თან ვცარიელდები, მე ვგრძნობ რომ შენი თითები მყინავს, როდესაც მწვავ და კანზე მეხები. თითქოს დუმილი უფრო მძაფრია, ვიდრე ხმაური ან განსაცდელი, ახლაც მაშინებს მე შენთან ყოფნა, ასე ლამაზი და საზარელი... სანამ სიბნელე ცეცხლივით მშთანთქავს, მინდა, რომ ბაგე სხეულზე დამცე. მე მიყვარს შენი ზღვისფერი გემო, ყველაზე ტკბილი და ყველაზე მლაშე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი