მეძებარი
წავალ, მაგრამ არ ვიცი დღეს, სად მივდივარ, ზოგჯერ, რასაც, შენ აკეთებ ვიმეორებ, ალბათ, მეც ამიტომ გაგირბივარ. ვწერ და რასაც მე ვწერ, ვერ ვაქვეყნებ, დღესაც უკონტროლო ამინდი ვარ, სანამ ვერ გივიწყებ, შენც ზიანს გაყენებ, მაგრამ, თავისთვისაც საშიში ვარ. ცვალებადი როგორც მარტი, თვალს მადევნებ, მე შენს შემდეგ მოვალ, რადგან აპრილი ვარ, ისევ უსამართლოდ მაძევებენ და რა დამთხვევაა, ჩვენთან მეძებარსაც - ძაღლი ჰქვია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი