საკვამურები


ვიცი დაღლილი იხდი და წვები,
მე კი უდროოდ სულ შენზე ვფიქრობ,
მე არ მჭირდება შენი სხეული
და მინდა შენი სული რომ ვიცნო.

ღრუბლებს ეცვლებათ თანდათან ფერი,
ვხედავ რომ ქუჩა სიბნელეს იცვამს,
სულგაყინული სარკმელთან ვთბები,
როცა ვუყურებ თუ როგორ გძინავს.

ვხედავ სარეცხის თოკზე იარებს,
არც მივდივარ და აღარც ვბრუნდები,
უეცრად იწყებენ ფიქრები ხმაურს,
როცა ვხედავ რომ ჩემსკენ ბრუნდები.

ვწუხვარ თუ ისევ მე გაგაღვიძე,
სულში თუ ხელებს ვაფათურებდი,
მე ისევ ვიწვი ვნებათა ცეცხლში
და ცას ბოლავენ საკვამურები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი