ლურჯი ლამპა
ცარიელ სახლში მე და ლურჯი ლამპა, ვსხედვართ სულ ერთმანეთის პირისპირ, ვიხსენებთ ზოგჯერ უამრავ ამბავს, ხანდახან ექოც ისმის სიცილის. სინათლეს თითქოს სიხარულით ფანტავს, რამდენ დარდს იკლავს შუქში ვინ იცის? ვხვდები ლურჯი ლამპა არაფრით არ მგავს, მან ზუსტად იცის, ვინ ვარ ძილის წინ. რაც მან გამიცნო მე მარტო არ ვარ, მის შუქს თან გაჰყვა ჩემი ტკივილიც და ცარიელ სახლში მე და ლურჯი ლამპა, ვსხედვართ სულ ერთმანეთის პირისპირ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი