ფერადი პალმები


მე ფერად პალმებს ვუყვები შენზე,
ისინი ჩემს დარდს იზიარებენ, 
მიკვირს სიჩუმე და მუდამ ვფიქრობ,
ტკივილისგან რომ იღრიალებენ.

ვსვამ კითხვებს რადგან პასუხებს ვეძებ,
როდესაც ვერ ვწერ, მე მაშინ ვკვდები,
დავკარგე ნაშრომი რომელიც ვძერწე,
მიკვირს რომ ნათებით სიბნელეს გძენდი.

ფერადი პალმები სულ ჩუმად იყვნენ,
მაგრამ წყვდიადში არავის ჰგავდნენ,
თითქოს შენსავით უჩუმრად იწვნენ
და სიჩუმითაც შენსავით მწვავდნენ.

ვხედავ კვლავ ცაზე მოცინარ ელვებს,
პასუხს არ ველი თუ შენთვის ვფეთქავ,
ვიცი უთქმელად შენც ფიქრობ ჩემზე
და მე უბრალოდ, მომინდა მეთქვა -

რომ ფერად პალმებს ვუყვები შენზე,
ისინი ჩემს დარდს იზიარებენ, 
მიკვირს სიჩუმე და მუდამ ვფიქრობ,
ტკივილისგან რომ იღრიალებენ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი