არავინ
ვიცი, დრო ყველას სახეს ინახავს და ტრავმად რჩება ჩვენშიც ნანახი, სიტყვის წერაც რომ მაკლებდეს ძალას, ჯალათს მოვთხოვ რომ მომცეს კალამი. სიტყვები მინდა, სინათლედ დაგრჩეს და გაგიადვილოს გზები სავალი, დაგღუპავს თუკი იდენტობა დათმე, შენშია მხოლოდ გამოსავალი. უჩინარია ვინც ფიქრებს გპარავს, გამძიმებს მიწაც და გელის სამარხი, იცოდე ცოდვა ხანდახან წყალს ჰგავს, მაგრამ სულ გათრობს როგორც არაყი. მე ისევ თვალებს ავისვრი ცისკენ, ვერ შემაშინებს ვეღარც ხანძარი, ყველა მიმტკიცებს რომ არის ვინმე, მე კი მახარებს, რომ ვარ არავინ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი